დონალდ ტრამპსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

შოლცი-ტრამპი

დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად ერთობლივ მუშაობაზე. მხარეებმა აზრები გაცვალეს გერმანულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, შტეფენ ჰებერშტრაიტმა.

შოლცმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას „ნატო-ს ალიანსისა და გერმანულ-ამერიკული მეგობრობის შემდგომი გაძლიერებისადმი“.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუსას განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს 70-ზე მეტ ლიდერთან ჰქონდა საუბარი.