დონალდ ტრამპმა დამატებით 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები გამოაცხადა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მას, ზოგადად, ტარიფების დაწესებას არ უზღუდავს, ის მოიცავს მხოლოდ კონკრეტული „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების“ კანონის ფარგლებში ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას, რომლითაც 2025 წლის აპრილში მან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა ბეგარა.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებით მას სურს, დაიცვას ქვეყანა. შესაბამისად, ტრამპის განმარტებით, დღევანდელი 10%-იანი ტარიფები 1974 წლის სავაჭრო კანონის ფარგლებში ამოქმედდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფების უკანონოდ ცნო. შეგახსენებთ, ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა.