როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა... - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753525396
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 21 მარტს მას სტორმი დენიელსის საქმეზე დააკავებენ. კერძოდ, ყოფილი პორნომსახიობის მტკიცებით, ტრამპმა მას 130 000 დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
როგორც BBC წერს, ტრამპმა მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, როგორც ტრამპის ადვოკატმა, სიუზელ ნეშელმა CBS News-ს განუცხადა, სამართალდამცავი ორგანოები მას არ დაკავშირებიან და ექს-პრეზიდენტის პოსტი მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს ეფუძნება.