1778184177
დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამპის თქმით, ეს რაოდენობა თავდაპირველად დაგეგმილ 5 000 ჯარისკაცზე ბევრად მეტი იქნება.
"ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ და ეს შემცირება ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 5000 სამხედრო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
გერმანიაში 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.












