წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტმა დაარღვია ებრაელი სტუდენტების უფლებები და საფრთხე შეუქმნა სასწავლო დაწესებულების აკრედიტაციას. ამის შესახებ NBC NEWS წერს.
როგორც ირკვევა, აკრედიტაციის გამცემ ორგანზიაციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ უნივერსიტეტმა დაარღვია ფედერალური ანტიდისკრიმინაციული კანონები, რაც საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის აკრედიტაციის სტატუსს, რადგან ის აღარ აკმაყოფილებს კომისიის აკრედიტაციის სტანდარტებს.
„დადგინდა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტმა გამოიჩინა გულგრილობა ებრაელი სტუდენტების შევიწროების მიმართ, რითაც დაარღვია 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მე-6 ნაწილი. თებერვალში დაწყებული გამოძიების შემდეგ, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ კოლუმბიამ ვერ უზრუნველყო ებრაელი სტუდენტების მნიშვნელოვანი დაცვა კოლუმბიის კამპუსში მძიმე და ყოვლისმომცველი შევიწროების წინააღმდეგ“,- განაცხადა განათლების დეპარტამენტმა.
აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა კოლუმბიის უნივერსიტეტიც. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმირებულები არიან განათლების დეპარტამენტის შეშფოთების შესახებ.
„კოლუმბია ღრმად არის ერთგული ჩვენს კამპუსში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი. ჩვენ სერიოზულად აღვიქვამთ ამ საკითხს და ვაგრძელებთ მუშაობას ფედერალურ მთავრობასთან მისი გადაჭრისთვის“, – განაცხადეს უნივერსიტეტში.
NBC NEWS წერს, რომ ჯერ კიდევ მარტის თვეში, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის უნივერსიტეტს გაუუქმა მილიონობით დოლარის დაფინანსება. აშშ-ის პრეზიდენტი სასწავლო დაწესებულებას ბრალს სდებდა უმოქმედობაში ებრაელი სტუდენტების მუდმივი შევიწროების მხრივ.
შეგახსენებთ, ტრამპმა დაფინანსება გაუუქმა ჰარვარდის უნივერსიტეტსაც, მოგვიანებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის უფლება გაუუქმა.