დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას

დონალდ ტრამპი

 ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა არ აღელვებს.

„მე მასთან კარგი საუბრები მქონდა და ის ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ისინი თავს არ დაესხმებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.