დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიას ეწვევა

დონალდ ტრამპი უმცროსი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიას ეწვევა.

„მსმენია, რომ გრენლანდიის ხალხი MAGA-ს [მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი”] გულშემატკივარია. ჩემი ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი და სხვა წარმომადგენლები იქ ჩავლენ და ყველაზე ჯადოსნურ ადგილებს მოინახულებენ. გრენლანდია დაუჯერებელი ადგილია, და იქაური მაცხოვრებლები დიდ ხეირს ნახავენ, როცა ის ჩვენი ერის ნაწილი გახდება“, - დაწერა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ გრენლანდიას ბოროტი გარე სამყაროსგან დავიცავთ. „გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ მას სურს იხილოს გრენლანდია აშშ-ის შემადგენლობაში.