„ჰაუსში“ დაცვა გამოიძახეს! - მწვავე დაპირისპირება პროექტში
1769013942
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და არსებულ კონფლიქტს „სასაკლაო“ უწოდა.
მისი თქმით, ომის გაგრძელება არავისთვისაა სასარგებლო და ის სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
„სწორედ ამის შეჩერება მინდა. ეს არ ეხმარება შეერთებულ შტატებს, თუმცა აქ საუბარია სულებზე, ახალგაზრდა ადამიანებზე. მე მინდა ამის დასრულება, ეს საშინელი ომია“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას აქვს კომუნიკაცია ორივე მხარესთან და მიაჩნია, რომ როგორც ვლადიმირ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურთ.