დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს, რომ ირანთან ომში ჩართვაში ისრაელმა დაარწმუნა - „გაოცებით ვუყურებ ყალბი ამბების ექსპერტებსა და გამოკითხვებს, მათი ნათქვამის 90 პროცენტი შეთხზული ისტორიებია“

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა უარყო ბრალდებები, რომ ირანთან ომში ჩართვაში ისრაელმა დაარწმუნა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის კონფლიქტში ჩართვა ეფუძნებოდა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმებს და მის მუდმივ მოსაზრებას, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

„სრული გაოცებით ვუყურებ და ვკითხულობ ყალბი ამბების ექსპერტებსა და გამოკითხვებს. მათი ნათქვამის 90 პროცენტი ტყუილი, შეთხზული ისტორიებია და გამოკითხვები გაყალბებულია, ისევე როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ისევე, როგორც ვენესუელას შედეგები, რომლებზეც მედიას საუბარი არ უყვარს, ირანის შედეგებიც საოცარი იქნება. და თუ ირანის ახალი ლიდერები (რეჟიმის შეცვლა!) გონიერები იქნებიან, ირანს შეუძლია, ჰქონდეს დიდი და აყვავებული მომავალი!“, – წერს დონალდ ტრამპი.