დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
აშშ-ის პრეზიდენტი, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაში ვირტუალურად ჩაერთვება. როგორც Associated Press-ი წერს, ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა შეხვედრაში რაიმე ფორმით მონაწილეობას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრი - ილონ მასკი.
"ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ის ციფრული ფორმატით - ონლაინ რეჟიმში - შემოუერთდება ჩვენს მონაწილეებთან დიალოგს. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტი იქნება", - ამბობს ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორგე ბრენდე.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს შვეიცარიის ქალაქი დავოსი 20-24 იანვარს უმასპინძლებს.
პირველი ვადით პრეზიდენტობის განმავლობაში, ტრამპი ბიზნესის, მთავრობებისა და სხვა ლიდერების ელიტარულ შეკრებას სულ ორჯერ დაესწრო პირადად.