დონალდ ტრამპი: მოლაპარაკებებს ვმართავთ კუბის მმართველობასთან. ვნახოთ, რა მოხდება

დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატები კუბასთან შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ ვენესუელის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქვეყანას, ეკონომიკურთან ერთად, ჰუმანიტარული პრობლემები აქვს.

„კუბა დიდი ხანია წარუმატებელია. ახლა მას ვენესუელა არ ჰყავს, რომელიც მხარს დაუჭერდა. ამიტომ მოლაპარაკებებს ვმართავთ კუბის მმართველობასთან. ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აქ იმის გამო გამოიქცნენ, რომ მათ ცუდად ექცეოდნენ, მზრუნველობა ნახონ და სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. მათ იქ ოჯახები ჰყავთ და ისინი წლების განმავლობაში არ უნახავთ. ამიტომ ვფიქრობ, კუბასთან შეთანხმებას გავაფორმებთ. კუბა ცუდ მდგომარეობაშია და ჰუმანიტარული პრობლემა აქვს“, - განაცხადა ტრამპმა.