კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება - დონალდ ტრამპი

ტრამპი

კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ გვინდა, კუბას დავეხმაროთ. გვინდა, კუბა ჩვენი ხალხისთვის გავხსნათ“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.

„როიტერი“ წერს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედებულმა აშშ-ის მიერ დაწესებულმა ნავთობის ბლოკადამ, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

„მზად ვართ, აშშ-ის კომპანიებთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობები გვქონდეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“, - განაცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა და აშშ-ის მიერ კუბაზე დაწესებული სავაჭრო ემბარგო დაგმო, რომელიც 60 წელზე მეტია, მოქმედებს.

✕