„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ფინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი კიევისგან გარკვეულ მოქნილობას მოელის მშვიდობის მიღწევის საკითხში.
მან აღნიშნა, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა არ მოახდენს მყისიერ გავლენას უკრაინის ომზე.
მანამდე ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა თავისი განზრახვა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით.
ფინეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ტრამპი, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს როგორც რუსეთზე, ასევე უკრაინაზე. კერძოდ, მას შეუძლია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმებას. მეორე მხრივ, ნიინისტეს თქმით, ტრამპი, რა თქმა უნდა, უკრაინისგან გარკვეულ მოქნილობას მოელის მშვიდობის მიღწევის საკითხში.