ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
შშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურს.
ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და ღაზას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნებოდა, შეერთებულ შტატებს ირანის ბირთვული ობიექტები რომ არ დაებომბა.
„მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელი გამოწვდილია. ირანსაც, რომლის რეჟიმმაც ამდენი სიკვდილი მოუტანა ახლო აღმოსავლეთს, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელს ვუწვდით: გეუბნებით, რომ მათ შეთანხმება სურთ. არაფერი მოუტანს უფრო მეტ სიკეთეს მსოფლიოს ამ ნაწილს და ირანის ლიდერებს, ვიდრე ტერორისტებზე უარის თქმა, მეზობლების მიმართ მუქარებისა და მარიონეტული რეჟიმების დაფინანსების შეწყვეტა, დაბოლოს, ისრაელის არსებობის უფლების აღიარებაა. ჩვენ მზად ვართ, როდესაც თქვენ მზად იქნებით და ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ირანისთვის“, – განაცხადა ქნესეთში საუბრისას ტრამპმა.