დონალდ ტრამპი: გვინდა დავასრულოთ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი, არ მსურს ვხედავდე როგორ იღუპებიან ახალგაზრდები. მოლაპარაკებას ორივე მხარესთან ვაწარმოებთ

 ტრამპი

უკრაინაში ომის დასრულების გეგმების შესახებ, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ შტატები ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს აღწევს, თუმცა ვლადიმირ პუტინთან საუბრის დეტალების კომენტირებისგან თავი შეიკავა. აშშ-ის პრეზიდენტმა მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ კონტაქტი შედგა.

„არ მსურს კონტაქტის შესახებ ვისაუბრო, ეს ჯერ ძალიან ადრეა, მჯერა რომ გარკვეულ პროგრესს ვაღწევთ. გვინდა დავასრულოთ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი. ამ ომის დასრულება იმიტომ მინდა, რომ არ მსურს ვხედავდე როგორ იღუპებიან ახალგაზრდები. მოლაპარაკებას ორივე მხარესთან ვაწარმოებთ. წინ კიდევ ბევრი დიალოგი გველის. ეს ომი უნდა დასრულდეს და დასრულდება. რაც შეეხება პუტინთან შეხვედრას - მას საჭირო დროს შევხვდები“, - აღნიშნა ტრამპმა.