1764964019
დონალდ ტრამპი „ფიფას“ მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, „ფიფას“ მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს.
„ფიფას“ პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის ტრამპის მხრიდან გაწეული ძალისხმევა შეაქო.
თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივი.
დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს და კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის კოორდინაციისა და მეგობრობისთვის.
ტრამპმა დარბაზის აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც აღნიშნა, რომ აშშ-ში „სოკერს“ „ნამდვილად“ ფეხბურთი უნდა ერქვას.












