როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ყიდვის მსურველი იპოვა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ტრამპი განმარტავს, აპლიკაციის შეძენის სურვილი „ძალიან მდიდარი ადამიანების“ ჯგუფს აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ისაუბრებს.
„სხვათა შორის „ტიკტოკისთვის“ მყიდველი გვყავს. ვფიქრობ, ალბათ ჩინეთის ნებართვა დამჭირდება და ვფიქრობ, პრეზიდენტი სი ალბათ ამას გააკეთებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და კანადის შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდება „იმ დრომდე, ვიდრე ისინი გარკვეულ გადასახადებს არ გააუქმებენ“. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რთულია კანადასთან შეთანხმების მიღწევა.