დონალდ ტრამპი ამსტერდამში NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

ტრამპი ტრაპზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც NATO-ს სამიტს დაესწრება.

დონალდ ტრამპი სამიტზე ალიანსის 32 ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს პირველად მასპინძლობს.