პოლონეთში, 1895 ქართველი დააკავეს - ადგილობრივი პოლიცია განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს
1741191145
ამერიკა დაბრუნდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიუდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ექვსი კვირის წინ, მე ვიდექი კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ და გამოვაცხადე „ამერიკის ოქროს ხანის განთიადი“. იმ მომენტიდან მოყოლებული, ჩვენ მივმართეთ სწრაფ და შეუჩერებელ ქმედებებს, რათა დაგვეწყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და ყველაზე წარმატებული ეპოქა. ჩვენ 43 დღეში უფრო მეტი შევძელით, ვიდრე ბევრმა ადმინისტრაციამ ოთხ ან რვა წელიწადში მოახერხა, და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„დღეს ამ დარბაზში დავბრუნდი, რათა გამოვაცხადო, რომ ამერიკა კვლავ იმპულსს იძენს, ჩვენი სულისკვეთება აღდგა, ჩვენი სიამაყე დაბრუნდა, ჩვენი თავდაჯერებულობა განახლდა, ხოლო ამერიკული ოცნება ახლა უფრო დიდი და ძლიერი ხდება, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია“, - დასძინა მან.