ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაანონსებული აკრძალვის გამო, რომელიც ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს, ქვეყნის დატოვება ქურდივით მოუწია. ამის შესახებ დმიტრო კულებამ იტალიურ მედიასთან საუბარში თქვა.
დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამჟამად პოლონეთში იმყოფება.
„არასდროს მეგონა, რომ ქვეყნიდან გაქცევა მომიწევდა, როგორც ქურდს ღამით“, – აცხადებს დმიტრო კულება.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების მიერ დაანონსებული განკარგულება, რომელიც უკრძალავს ყოფილ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებას პირადად მისი და კიდევ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რადგანაც უკრაინის პრეზიდენტს და მის გარემოცვას არ სურს, რომ ყოფილმა დიპლომატებმა საზღვარგარეთ ილაპარაკონ ის, რაც არ შეესაბამება უკრაინის მთავრობის ნარატივებს.
„ეს განკარგულება არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ საომარი მდგომარეობა უკრძალავს 60 წლამდე მამაკაცებს, რომელთაც ჯარში გაწვევა ეხებათ, საზღვარგარეთ მოგზაურობას. უკრაინაში ყოფილი დიპლომატები არ არიან ვალდებულები არმიაში იმსახურონ. საქმე იმაშია, რომ ზელენსკის და მის გარემოცვას, არ სურთ, ჩვენ ვიაროთ საზღვარგარეთ და ვისაუბროთ ის, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების ხაზს. მე დავთვალე 20 ადამიანი, რომელსაც ეს განკარგულება ეხება. მე არ მგონია, რომ დევნის მანიით ვარ შეპყრობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს განკარგულება მიმართულია ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაბლოკვისკენ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
იტალიურ მედიასთან საუბარში უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება მასზე გაბრაზებულია, რადგანაც ღიად გააკრიტიკა ივლისში უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული სამთავრობო კომისიების დახურვის შესახებ.
„ჩემზე გაბრაზდნენ, რადგან მე საჯაროდ დავგმე ზელენსკის განზრახვა ცენზურა დაუწესოს ორ კომისიას. ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებამ შეგნებულად გადაწყვიტა, შეეზღუდა კრიტიკა, რათა ხელი შეეწყო ერთობისთვის საომარო მოქმედების დროს. მაგრამ ახლა, ზელენსკის არ აქვს უფლება ეს გამოიყენოს, რათა ვინმე ხმა დაადუმოს, საკუთარის გარდა“, – განაცხადა დმიტრო კულებმა.