დიდთოვლობას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა - ვითარება იაპონიაში

დიდთოვლობა

იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ აომორიში, სადაც თოვლის საფარი თითქმის ორი მეტრია, გზების გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩაერთნენ.

მათივე ცნობით, ქალაქში მსგავსი დიდთოვლობა 40 წელზე მეტია, არ ყოფილა. ქალაქ საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში 1 000-ზე მეტი თოვლის საწმენდი მანქანაა ჩართული. დიდთოვლობის გამო დროებით დაიხურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა და ჩაიკეტა ზოგიერთი ავტომაგისტრალი.