1771959006
დიდმა ბრიტანეთმა ნავთობსადენ "დრუჟბას" სანქციები მოუხსნა
დიდმა ბრიტანეთმა ნავთობსადენი "დრუჟბა" სანქციებისგან გაათავისუფლა. როგორც "პოლიტიკო" წერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 4 წლის თავზე, ლონდონმა 300-მდე ახალი სანქციის დაწესების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი გადამწყვეტ ზომებს იღებენ იმ შემოსავლის წყაროების წინააღმდეგ, რაც რუსეთის აგრესიას ხელს უწყობს. მათ შორის კი არის ნავთობსადენი "დრუჟბა", რომელიც ახალ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სანქციებისგან "გათავისუფლებული პროექტების" სიაშია, თუმცა კომპანია "ტრანსნეფტი", რომელიც "დრუჟბას" მართავს, ისევ დასანქცირებულ კომპანიებს შორის რჩება.
ცნობისთვის, "დრუჟბა" რუსული ნავთობის 80%-ზე მეტის ტრანსპორტირებას ახდებს, ამ მილსადენზე არიან დამოკიდებულები სლოვაკეთი და უნგრეთი.











