დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრება „მდედრობითი სქესი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა ტრანსგენდერებზე -BBC

სასამართლო

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განსაზღვრება „მდედრობითი სქესი“ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალებზე ვრცელდება და არა ტრანსგენდერებზე. როგორც „ბიბისი“ წერს, ამრიგად სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „შოტლანდიელი ქალებისთვის“ სარჩელი, რომელიც ეხებოდა 2010 წელს მიღებულ თანასწორობს აქტს.

ამ აქტის საფუძველზე შოტლანდიის მთავრობამ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთაც მდედრობითი სქესის აღიარების მოწმობა ჰქონდათ, შეეძლოთ ქალებისთვის განსაზღვრული თანამდებობების დაკავება და ექსკლუზიურად ქალებისთვის ხელმისაწვდომი შენობებითა და სერვისებით სარგებლობა. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს დღევანდელი დადგენილებით, შოტლანდიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი.

88-გვერდიან დადგენილებაში მოსამართლეები აცხადებენ, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტით, სქესის კონცეფცია არის ბინარული ანუ ადამიანი შეიძლება, იყოს ან ქალი ან კაცი.

ამასთან, სასამართლოში განაცხადეს, რომ მათი დადგენილება არ აუქმეს ტრანსგენდერი ადამიანების დაცვას.

როგორც „ბიბისი“ წერს, მართალია, მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათი დადგენილება არ შეიძლება, აღიქმებოდეს საზოგადოების რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გამარჯვებად, თუმცა ორგანიზაცია „შოტლანდიელი ქალებისთვის“ წარმომადგენლები სასამართლოს ვერდიქტს ზეიმით შეხვდნენ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „შოტლანდიელი ქალებისთვის“ ნაწილობრივ ფინანსდება ჰარი პოტერის შესახებ წიგნების ავტორ ჯოან როულნგის მიერ. ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ ცნება „ქალი“ მხოლოდ იმ პირებს მოიცვას, რომლებიც მდედრობითი ბიოლოგიური სქესით დაიბადნენ.