ავარია ფალიაშვილზე - არის მსხვერპლი
1770712776
წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამართული სისტემა ნიშნავს მეტ ტურისტს, ძლიერ წარმოებას და სოფლის მეურნეობას, ჯანსაღ გარემოს ბიზნესისთვის, საბოლოოდ კი, მეტ კეთილდღეობას მოქალაქეებისთვის.
"დღევანდელი ფორუმი არის ადგილი, სადაც ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ამგვარი მომავლის ხედვას. აქ შეკრებილი პროფესიონალები, საერთაშორისო პარტნიორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო - წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია "აქუალიას" პარტნიორობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორს - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" და ფორუმის თითოეულ მონაწილეს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების უმნიშვნელოვანესი გარანტია", - განაცხადა პრემიერმა.