ილია თოფურიას დედა, შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
1765968994
დიდ ბრიტანეთში რეზიდენტმა ექიმებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხუთდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ექიმები ამტკიცებენ, რომ მათი ანაზღაურება მკვეთრად შემცირდა ინფლაციისა გამო. მათ ასევე გააკრიტიკეს სპეციალიზებული ტრენინგების ნაკლებობა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვეს სტრიტინგმა უარყო დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის (BMA) მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების ზრდა და პროფკავშირი „პაციენტთა უსაფრთხოების შოკის მომგვრელ უგულებელყოფაში“ დაადანაშაულა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ რეზიდენტ ექიმებს ბოლო სამი წლის განმავლობაში (2023-2024 წლიდან 2025-2026 წლამდე) ხელფასის საშუალო ზრდა უკვე 28.9%-ით ჰქონდათ, თუმცა, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია მოითხოვს ხელფასის დამატებით 26%-იან ზრდას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ექიმები „უპასუხისმგებლოდ“ იქცევიან და მოუწოდა მათ, გაფიცვა შეწყვიტონ.
როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, მთავრობასა და რეზიდენტ ექიმებს შორის უახლესი დავა, სულ მცირე, 2023 წლიდან მიმდინარეობს. ეს 2023 წლის დასაწყისიდან მე-14 გაფიცვაა.