დღეს ჯო ბაიდენი იუბილარია - სად და როგორ აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი იუბილეს

ბაიდენი

დღეს ჯო ბაიდენი დაბადების დღეს აღნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდა. ის პირველი ყველაზე ხანდაზმული საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა. ახლა კი ყველაზე ასაკოვანი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც 80 წლის იუბილეს თეთრ სახლში აღნიშნავს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დღის აღსანიშნავად პირველი ლედი ოჯახურ გარემოში ტრადიციული სადილის გამართვას აპირებს. როგორც ცნობილია, გუშინ თეთრ სახლში, ჯო ბაიდენის შვილიშვილის ქორწილი გაიმართა.

ცერემონია ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ჩატარდა.