დღეს ევროპაში ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა უკრაინის ტერიტორიული დანაკარგების გარეშე იქნება შესაძლებელი - სლოვაკეთის პრეზიდენტი

სლოვაკეთის პრეზიდენტი

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ კომპრომისით იქნება შესაძლებელი.

პელეგრინის თქმით, ომის დასასრულებლად უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

„საუბარი როდესაც ეხება მშვიდობას, მიმაჩნია, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ. დღეს ევროპაში ჯანსაღი აზრის მქონე ადამიანებს შორის ალბათ არავის სჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება უკრაინის ტერიტორიების ნაწილობრივი დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა პელეგრინმა.

როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს შეხედულება ეფუძნება ფრონტზე არსებული ვითარების ანგარიშებს. პელეგრინმა ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რაც შეიძლება მალე დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.