ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ირანულმა რაკეტებმა იორდანიაში გერმანულ სამხედრო ბაზას დაარტყეს. ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ აზრაქის მახლობლად, მდებარეობს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა, სადაც აშშ-ისა და გერმანიის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან განლაგებულნი. კერძოდ, იქ ბაზირებულია გერმანიის საჰაერო ძალების (ლუფტვაფეს) საწვავშემავსებელი თვითმფრინავები და სამხედრო-სატრანსპორტო Airbus A400M Atlas-ები.
როგორც Der Spiegel-ი იტყობინება, 9 მარტის საღამოს ირანულმა რაკეტებმა ბაზის ამერიკულ სექტორს შეუტიეს, რის შედეგადაც გერმანული ყაზარმებიც დაზიანდა. ბუნდესვერის ჯარისკაცები იმ დროს თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ამიტომ არავინ დაშავებულა. ჟურნალის ცნობით, ბაზა დაცულია ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით და შედარებით უსაფრთხოდ ითვლება. შესაძლოა, გერმანულ ყაზარმებზე ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, ირანთან ომის დაწყებამდე აზრაქში რამდენიმე ათეული გერმანელი ჯარისკაცი მსახურობდა. ცოტა ხნის წინ მათი ნაწილი გამოიწვიეს.