სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
დელსი როდრიგესი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურად გახდა. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, საპრეზიდენტო ფიცი ქვეყნის ეროვნულ ასამბლეაში დადო.
"ფიცს ვდებ, რომ ჩვენი ხალხის მშვიდობისა და სულიერი, ეკონომიკური და სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფისთვის ერთი წუთითაც არ დავისვენებ. მოდით, ფიცი დავდოთ, როგორც ერთიანმა ქვეყანამ, რომ ამ საშინელ დროს ვენესუელა წინ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა როდრიგესმა.
56 წლის დელსი როდრიგესმა ფიცი მისი ძმისა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის წინაშე დადო.