უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
დედამ 13 წლის ქალიშვილი შილმშილით მოკლა. ქალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. 13 წლის გოგონა 28 კგ-ს იწონიდა. ბავშვი 2020 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, მისი სახე შეშუპებული იყო და რამდენიმე კბილი აკლდა. ასევე, თმები ამოგლეჯილი ჰქონდა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, გოგონა რამდენიმე კვირის განმავლობაში სათავსოში იყო ჩაკეტილი და საკვებს არ აძლევდნენ.
რვა შვილის დედამ სასამართლოზე აღიარა, რომ ძალადობდა ქალიშვილზე „რადგან იგი მამას ჰგავდა“.
პატიმრობა მიუსაჯეს ქალის ყოფილ პარტნიორსაც, რომელიც ბავშვზე ძალადობაში მონაწილეობას იღებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა ბავშვზე ათი წლის განმავლობაში ძალადობდა. მას ასევე სცემდნენ წიხლებით, სხვადასხვა ნივთით და ყოველდღიურად აწამებდნენ.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211