1769027328
დავოსში დონალდ ტრამპი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.
შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებას ბევრ ქვეყანას სურს და ეგვიპტის პრეზიდენტის არის მისი წევრი.
„ეს იქნება ყველაზე პრესტიჟული საბჭო, რაც ოდესმე შექმნილა. პრეზიდენტი ალ-სისი მისი წევრია. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი ქვეყნები. ზოგიერთს სჭირდება საპარლამენტო დამტკიცება, მაგრამ ძირითადად ყველას სურს იყოს მასში“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაა და „ჰამასის“ მხრიდან არსებული პრობლემაც მალე გადაწყდება.
თავის მხრივ, ეგვიპტის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში ჩართულობისთვის.
„პრეზიდენტი ტრამპი რომ არა, ომი ღაზაში არ დასრულდებოდა“, – აღნიშნა ალ-სისიმ.
ამასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება.
„დავინახავთ რა მოხდება. სამხედრო ძალა არ ვფიქრობ, რომ საჭირო იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.












