დავით არახამია: უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს

დავით არახამია

უკრაინა საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის ცესკომ განაახლა ამომრჩეველთა რეესტრის მუშაობა, რაც არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მხრივ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი“, - წერს არახამია.