რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა პროტესტის გამოსახატავად ირანის ელჩი დაიბარა.
თეირანში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპული სახელმწიფო მსგავს ნაბიჯს დგამს.
„დავიბარე ირანელი ელჩი, რათა ფორმალურად გამოვხატო პროტესტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებულ ძალადობაზე, ფართომასშტაბიან უკანონო დაკავებებსა და ინტერნეტის გათიშვაზე“, – წერს დევიდ ვან ვიილი.
ვან ვიილი თეირანს მოუწოდებს, „პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს და დაუყოვნებლივ აღადგინოს ინტერნეტთან წვდომა“, რომელიც ქვეყანაში, 110 საათზე მეტია, შეწყვეტილია.