„არავის უნახავს, როგორ დატოვა ბინა...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
1765222280
დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაუნინგ სთრითზე დასრულდა. შეხვედრა ლიდერებს შორის ორ საათ-ნახევარი გაგრძელდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მოლაპარაკებების დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო ევროპისა და უკრაინის ერთიანობაზე.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ აშშ-ს, ევროპასა და უკრაინას შორის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანია.
„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან, შევთანხმდით საერთო პოზიციაზე უსაფრთხოების გარანტიების, რეკონსტრუქციისა და შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობის შესახებ. ცალკე, ვისაუბრეთ უკრაინის შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის თაობაზე“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ლიდერი ლონდონიდან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება.