საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ ირანი ამჟამად ისრაელზე თავდასხმას არ ახორციელებს.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციებმა ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხე შეასუსტა.
„რეჟიმი ახლა მერყეობს. ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი. ის საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დავამხოთ ეს რეჟიმი. ეს არის მთავარი მისია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წინაშეა, მაგრამ ის ახლოსაა. ეს შეუძლებელი არ არის – ეს მიღწევადია. მათ იციან ჩვენი ძალა, ჩვენი დარტყმების ძალა და ჩვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე. ისინი ყველას ესხმიან თავს, ჩვენს გარდა. ჩვენთან თამაში არ ღირს. თუ რამე ისწავლეთ, ეს უნდა იყოს – ჩვენთან თამაში არ ღირს. ჩვენ გვაქვს ძალა, გადაწყვეტილების სიმტკიცე და შიდა ერთიანობა, რათა დაგამარცხოთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელის არმია ირანის რეჟიმის მთელ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს.