დატბორილი ქუჩები, 200-ზე მეტი დაღუპული - ესპანეთში ისევ წყალდიდობას ებრძვიან

ვალენსია

ესპანეთში ისევ წყალდიდობას ებრძვიან - ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში სტიქიის შედეგად დატბორილია ქუჩები. გასულ კვირას ესპანეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვალენსია დაზარალდა.

აღნიშნული წყალდიდობა ევროპაში ამ საუკუნის ყველაზე მასშტაბურ სტიქიად ითვლება.