დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი

ბერნი

ახალ გლობალურ რეიტინგში ცხოვრებისათვის ყველაზე კომფორტული 50 ქალაქის სიაში ევროპის 38 ქალაქი მოხვდა, ხოლო საუკეთესოდ შვეიცარიის დედაქალაქი ბერნი დასახელდა. როგორც TimeOut წერს, შეფასება მოიცავდა უსაფრთხოებას, საცხოვრებლის ხარისხს, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურას და სხვა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.

კერძოდ, ორგანიზაცია ECA International-მა 2025–2026 წლების საცხოვრებელი პირობების რეიტინგის შესადგენად 275 ქალაქი შეისწავლა რამდენიმე მაჩვენებლის მიხედვით: ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოება, პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალური კავშირების არსებობა, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობები, საცხოვრებელი ფონდისა და კომუნალური მომსახურებების მდგომარეობა, ასევე კლიმატი.