დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგებას გააფართოებენ

დანიის თავდაცვა

დანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან „გეოპოლიტიკური დაძაბულობა არქტიკაშიც გავრცელდა“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დღეიდან გრენლანდიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გაფართოვდება სამხედრო განლაგება“. ეს გულისხმობს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებიდან. დოკუმენტის მიხედვით გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია წვლილს შეიტანენ ამ ოპერაციაში.

დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ აშშ თავდასხმას განახორციელებს გრენლანდიაზე, „სრულიად ჰიპოთეტურია“.

„ნაკლებად სავარაუდოა, ნატო-ს ერთი წევრი ქვეყანა ნატო-ს სხვა ქვეყანას თავს დაესხას“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან.