მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
დანიის მეფე ფრედერიკი გრენლანდიას ეწვია, რაც გრენლანდიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში კუნძულზე მონარქის მეორე ვიზიტია.
„როიტერის“ ცნობით, ამ ნაბიჯით მეფეს სურს, ხაზი გაუსვას დანიის ტერიტორიის მთლიანობას იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კუნძულის ხელში ჩაგდებას ცდილობს.
როგორც გამოცემა წერს, გრენლანდიის დანიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნის ხაზგასასმელად მეფეს ქურთუკზე დანიისა და გრენლანდიის დროშები ჰქონდა გამოსახული.
ამასთან, მონარქი ნუუკში ასევე ეწვევა სამხედრო შტაბსაც.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ამ საკითხმა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია. გრენლანდიამ, დანიამ და აშშ-მა გასული თვის ბოლოს მხარეებს შორის კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყეს. ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მან და მისმა გრენლანდიელმა კოლეგამ კონსტრუქციული შეხვედრა გამართეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.