„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
დანიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქალების სამხედრო აღრიცხვას სავალდებულოს ხდის მათი სამხედრო სამსახურში შესაძლო გაწვევის მიზნით.
შესაბამისი კანონი დანიის პარლამენტმა 2023 წლის ივნისში დაამტკიცა. ინიციატივა ავალდებულებს ქალებს, რომლებიც 2025 წლის 1 ივლისის შემდეგ ხდებიან 18 წლის, დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე.
აქამდე ქალებს სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობით შეეძლოთ. 2024 წელს დანიაში ოთხთვიანი სამხედრო სამსახური 4 700-მდე ახალწვეულმა გაიარა, საიდანაც 24 % ქალი-მოხალისეები იყვნენ. დანიაში მოქმედი წესებით, სამხედრო სამსახურში, პირველ რიგში, მოხალისეებს იწვევენ, დანარჩენ ახალწვეულებს კი – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
დანია, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად გასულ კვირას სამიტზე თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდა, გეგმავს, 2026 წელს სამხედრო სამსახურის ვადა ოთხი თვიდან 11 თვემდე გაზარდოს, ასევე 2033 წლისთვის იგეგმება ახალწვეულების რაოდენობის 5 000-დან 7 500-მდე გაზრდა.