ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP ინფორმაციას ავრცელებს
1783016207
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. მათივე ცნობით, თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა და არც პასუხისმგებლობა აუღია არცერთ პირსა თუ დაჯგუფებას.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა, აჰმედ ბაკურმა, მედიას განუცხადა, რომ ყველა დაჭრილი სირიის დედაქალაქის რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის ბოლოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, დამასკოში მასშტაბური თავდასხმები აღარ მომხდარა.