1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება.
მედიის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ლუნდიგთან იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა პროვინციის დედაქალაქ ჩენდუშიც, სადაც 21 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
მედიის ცნობით, დაზაინებულია რამდენიმე შენობა და სულ მცირე ერთ რაიონში გათიშულია ელექტროენერგია. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი ცნობით, არ მომხდარა ეპიცენტრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების დაზიანება.
სიჩუანის პროვინციაში ბოლოს ძლიერი მიწისძვრა 2017 წელს მოხდა, ხოლო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 2008 წელს იყო, როდესაც რვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაახლოებით 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.