რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
„თუ ჩემთან არ დაიძინებ, გაგანადგურებ“: JPMorgan-ის აღმასრულებელი დირექტორი, სავარაუდოდ, თანამშრომელს სექსუალურ მონობაში ათავსებდა
აშშ-ში JPMorgan-ის აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლის შევიწროებასა და შანტაჟში ადანაშაულებენ.
აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, JPMorgan-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლორნა ჰაიდინის, სექსუალურ შევიწროებაში, ძალადობასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. კომპანიის დაქორწინებულმა თანამშრომელმა სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი შეიტანა, იუწყება dailymail
სარჩელის თანახმად, ჰაიდინი ტოპ მენეჯერს სექსუალურ კავშირს აიძულებდა, ვიაგრასა და ნარკოტიკებს აძლევდა. ჰაიდინი კარიერის განადგურებით ემუქრებოდა და ტირილის დროს დასცინოდა. ჰაიდინი ხელქვეითს „ყავისფერ ბიჭს“ უწოდებდა, ხოლო მის ცოლს „თევზისთავას“ და სხვა გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა.
გარდა ამისა, ბანკის აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრების დროს არაერთხელ ეფერებოდა მომჩივნის საზარდულს და მოითხოვდა მის სექსუალურ დაკმაყოფილებას.
„მე გიყიდე“. „თუ დღეს ღამით ჩემთან არ დაიძინებ, შენს დაწინაურებას ჩაგიშლი“, - ციტირებს დაზარალებული მის სიტყვებს.
დაზარალებული ითხოვდა კომპენსაციას დაკარგული მოგებისთვის, მორალური და რეპუტაციული ზიანისთვის, ასევე ბანკის ოპერაციებში ცვლილებებისთვის. თავად ბანკი უარყოფს ყველა ბრალდებას.