დაიჭირეს მტრედი, რომელსაც მუქარის შემცველი შეტყობინება გადაჰქონდა - რა ეწერა წერილში?

მტრედი

ინდოეთში, ქალაქ ჯამუში, პოლიციამ დაიჭირა მტრედი, რომელსაც თან ჰქონდა ფურცელი ჩანაწერით, სადაც იყო გაფრთხილება რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შესახებ. ამის შესახებ წერს გაზეთი The Indian Express.

მტრედი, სავარაუდოდ, საზღვარს მიღმა გამოეშვათ. The Indian Express აღნიშნავს, რომ პაკისტანი ზოგჯერ უშვებს ინდოეთის მიმართულებით საჰაერო ბუშტებს, დროშებს და მტრედებს სხვადასხვა შეტყობინებებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩანაწერში პირდაპირ მუქარის ტექსტი ეწერა.

ურდუზე და ინგლისურად დაწერილ ტექსტში მითითებული იყო, რომ ჯამუს სადგურზე ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ამ ფაქტმა პოლიცია აიძულა უსაფრთხოების ზომები გაემკაცრებინა. ასევე ითქვა, რომ სადგურის დაცვა მაღალ საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდა — ადგილზე მივიდნენ კინოლოგები და გამნამღველები.