1768458513
დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, მოხუცები ქალები და პოლიციელები - ირანი კვლავ სრულ იზოლაციაში რჩება
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში. ქვეყანა ისევ სრულ იზოლაციაში რჩება, ლოკალურად მუშაობს ილონ მასკის "სტარლინკი", თუმცა ყველა მოქალაქეს მასზე წვდომა არ აქვს.
დახურულია თეირანის საჰაერო სივრცე, გარდაცვლილ დემონსტრანტთა რაოდენობა, ბოლო ცნობებით, 12 000-ს აჭარბებს, თუმცა გარკვეული წყაროები ამტკიცებენ, რომ მოკლულია ათობით ათასი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, მოხუცები ქალები და პოლიციელები.
ოფიციალური განცხადებები კეთდება მოვლენების ეპიცენტრში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აღდგენილია. მისი თქმით "მშვიდობიან დემონსტრაციებს მოჰყვა სამდღიანი ძალადობა, რომელიც ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული". მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არცერთი დაკავებული პირის სიკვდილით დასჯა არ იგეგმება.












