1750577424
გაჟონა თუ არა რადიაციამ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ? - გლობალური მონაცემები

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
„ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
Following attacks on three nuclear sites in Iran - including Fordow - the IAEA can confirm that no increase in off-site radiation levels has been reported as of this time.
— IAEA - International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) June 22, 2025
IAEA will provide further assessments on situation in Iran as more information becomes available.