„დაე, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ ღამით“ - რუსი ჟურნალისტის პროტესტი სასამართლოში

რუსი ჟურნალისტი

რუსეთის პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც, რამდენიმე თვის წინ, რუსეთის პირველი არხის ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, უკრაინაში მიმდინარე ომს კვლავ აპროტესტებს. პროტესტის გამო, ჟურნალისტის სასამართლო სხდომები ხშირად იმართება. 

მოსკოვში მისი მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე, მარინა ოვსიანიკოვამ ჯიბიდან ამოიღო ფურცელი, რომელზეც ეწერა: „დაე, მოკლული ბავშვები გესიზმრებოდეთ ღამით“.