დააკავეს კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, 6 თვის შვილი ნაგვის ურნაში გააგდო - პოლიციამ ცრუ ჩვენების ბრალდება წაუყენა (უცხოეთი)

ლენტი

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მამას შვილის მკველოლობის გამო ასამართლებენ. კაცმა თავდაპირველად პოლიციას განუცხადა, რომ მისი ბავშვი შეიარაღებული ძარცვის დროს გაიტაცეს, მოგვიანებით ბავშვი ნაგვის ურნაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცს პოლიციისთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო წაუყენებს ბრალი.

პირსმა გამომძიებლებს წინა დღეს დაურეკა და განუცხადა, რომ „ის იარაღის მუქარით გაძარცვეს, წაართვეს ძვირფასი ნივთები და როდესაც თავდამსხმელებმა ადგილი დატოვეს,  მისი 6 თვის ბავშვიც გაიტაცეს“.

თუმცა, დეტექტივებმა მალევე პირსის ისტორია „ძალიან საეჭვოდ“ მიიჩნიეს და მამაკაცი ბავშვის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილად მიიჩნიეს“.

მეზობლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ შოკირებულები იყვნენ ბავშვის გაუჩინარებითა და გარდაცვალებით: „ჩვენ აუცილებლად გავიგებდით ბინაში ძარცვა რომ ყოფილიყო“.