ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
1768682453
ბრაზილიაში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი მშობლებისა და ბიძაშვილის მოწამვლა მას შემდეგ სცადა, რაც მშობლებმა შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზეთი Daily Star-ი წერს.
შემთხვევა ქალაქ ნოვა-სერანაში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონამ მომზადებულ საკვებში საწამლავი დაამატა. ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც ბრაზილიაში არალეგალურად გამოიყენება მღრღნელებთან საბრძოლველად და ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ბიძაშვილის წყალობით.
მამაკაცმა ჭამის დაწყებისთანავე შენიშნა კერძის უჩვეულო და საეჭვო კონსისტენცია და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სხვა ნათესავებს. მშობლებმა მისი გაფრთხილება გაითვალისწინეს და საკვები არ გაუსინჯავთ, ხოლო თავად ბიძაშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებმა მას კუჭის გამორეცხვა ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს.