პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე მღვდელი დააკავეს, მას შემდეგ, რაც ტურისტმა განაცხადა, რომ სასულიერო პირი მის სასქესო ორგანოს შეეხო, "ინსაიდერის" ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dimokrati News წერს.
30 წლის ესტონელმა ტურისტმა 49 წლის მღვდელს პარასკევს უჩივლა, ის ამტკიცებს, რომ სასულიერო პირმა გენიტალიებზე ზეთი აცხო.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას, ხუთშაბათს მოხდა - ტურისტი მეგობარ ქალთან ერთად მონასტერში მივიდა, რათა აეღო ჯვარცმა, რომელიც მას იქ წინა დღეს დარჩა. მონასტერში მისულ ტურისტს, მისი თქმით, მღვდელმა შესთავაზა, რომ მისთვის "განსაკუთრებული საჩუქარი" ჰქონდა სხვა ოთახში და სთხოვა, გაჰყოლოდა. როდესაც მარტო დარჩნენ, მღვდელმა სთხოვა მამაკაცს, სამოსი გაეხადა, რათა მისთვის სხეულზე წმინდა ზეთი ეცხო. ესტონელ კაცს სასულიერო პირისთვის უარი არ უთქვამს, რაც მან დაბნეულობით ახსნა, თუმცა მოგვიანებით მღვდელს პოლიციაში უჩივლა.
სასულიერო პირმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მასთან მისულ ტურისტს გამონაყარი ჰქონდა და ზეთი ამიტომ აცხო. Dimokrati News-ის ინფორმაციით, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა